|
2018-09-24 10:03:09, 1201 ნახვა
საზოგადოება
აზეულას ციხესიმაგრე მხატვრულად განათდა
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად, აზეულას ციხესიმაგრის ტურისტული მარშრუტისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას დაესწრო. მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ციხესიმაგრე მხატვრულად განათდა, მოწესრიგდა მისკენ მიმავალი გზა, მოეწყო გზის მაჩვენებლები და საინფორმაციო დაფები, გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა ლედ სანათები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა იუნკერთა მემორიალს და ციხეზე ასასვლელ ლითონის კიბეს. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ამ პროექტის ფარგლებში მთაწმინდის რაიონის გამგეობა აქტიურად თანამშრომლობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. მინდა მადლობა გადავუხადო ამ უწყებებს თანამშრომლობისთვის. პროექტის ღირებულება დაახლოებით 200 000 ლარია და დღეის მდგომარეობით, მიმდებარე ტერიტორია სრულად არის განახლებული. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მსგავსი სახის ინფრასტრუქტურული ღონისძიებები პირდაპირ კავშირშია მეტი ტურისტის მოზიდვასთან. ასეთი პროექტები უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ქალაქს ტურისტებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. აღნიშნულ ტერიტორიაზე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობამ „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად შეასრულა. პროექტის განხორციელებაში, ასევე, ჩართული იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. პრეზენტაციას, სხვა სტუმრებთან ერთად, ამავე უწყებების ხელმძღვანელები - ნიკოლოზ ანთიძე და გიორგი ჩოგოვაძე, ასევე, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში - ჯაბა ჯიშკარიანი ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)