|
2018-09-22 14:20:16, 1404 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი UNEP-ის მენეჯერს ერსინ ესენს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მენეჯერს,ერსინ ესენს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა გარემოსდაცვითი მიმართულების პრიორიტეტულობის საკითხზე და ყურადღება ტყის ახალ კოდექსზე, ბიომრავალფეროვნების და წყლის რესურსების მართვის მიმართულებით შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე გაამახვილა. შეხვედრაზე ერსინ ესენმა მინისტრს პროექტის „მიწის რესურსების მდგრადი მართვა“ ანგარიში წარუდგინა, სადაც საუბარი შეეხო საქართველოში ქარსაფარი ზოლების მდგომარეობის და მიწის დეგრადაციის კუთხით მიღწეული პროგრესის საკითხებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი „მიწის რესურსების მდგრადი მართვა“ მომავალ წელს სრულდება, თუმცა იწყება ახალი პროექტი „Greenland.ge“, რომელიც მწვანე ეკონომიკის განვითარებაში მიწების მდგრადი მართვის დანერგვასითვალისწინებს. გარემოს დაცვისადა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)