|
2018-09-20 00:34:05, 4051 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე მოუწოდებს მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სასულიერო პირებს - მოძღვრებსა და მღვდელმთავრებს მოუწოდებს, პოლიტიკური შინაარსის განცხადებებისგან თავი შეიკავონ - ამის შესახებ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. ილია მეორე ასევე მღვდელმთავრებს და მღვდლებს მოუწოდებს, პოლიტიკური განცხადებებით, ჩრდილს ნუ აყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს. „სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და, ამასთან, საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს. მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს“, - ნათქვამია პატრიარქის მიამრთვაში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)