|
2018-09-18 23:24:36, 2100 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან ფართომაშტაბიანი აქცია SoS მოწამლული ჰაერი გაიმართება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან 22 სექტემბერს ფართომაშტაბიანი აქცია, სახელწოდებით "SoS მოწამლული ჰაერი" გაიმართება. ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათვამია, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამინის უფლებაა “ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი”. "შესაბამისად, 22 სექტემბერს 17:00 საათზე, კანცელარიის წინ (ინგოროყვას ქ. N7) დაგეგმილ აქციაზე ვითხოვთ: დაუყოვნებლივ აღსრულდეს გამკაცრებული ტექდათვალიერების ნორმები - დაუყოვნებლივ მოწესრიგდეს საჯარო ტრანსპორტი - მოხდეს ყვითელი ავტობუსების და ე.წ. სამარშრუტო ტაქსების გამართული ტრანსპორტით ჩანაცვლება (ტექდათვალიერება სავალდებულოა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებისთვის 2018 წლის 1 იანვრიდან თუმცა ნათელია, რომ აღნიშნული პრაქტიკაში არ ხორციელდება) - დამოუკიდებელი და გამჭვირვალე ექსპერტიზის მეშვეობით შემოწმდეს და დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს საწვავში არსებული მავნე ნივთიერებების ნუსხა და დასაშვებ ზღვრულ ნორმაზე მეტის არსებობის შემთხვევაში მოხდეს საწვავის სწრაფად ჩანაცვლება. ასევე მოხდეს მშენებლობების შეფუთვა დადგენილი წესის შესაბამისად და მწვანე საფარის დაცვა, გაფართოვება. - წერია აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)