|
2018-09-18 19:34:31, 1794 ნახვა
საზოგადოება
ცესკო-ში ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისართან ლამბერტო ზანიერთან შეხვედრა გაიმართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ლამბერტო ზანიერთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ეროვნული უმცირესობების საარჩევნო უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ეუთოს უმაღლეს კომისარსა და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს საარჩევნო ადმინისტრაცია ეროვნული უმცირესობებისთვის ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად. როგორ ხორციელდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლების ინფორმირების კამპანია, რომელი საგანმანათლებლო პროექტები ხორციელდება ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, როგორ ხდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის საარჩევნო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რა კეთდება კენჭისყრის დღეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლისთვის საარჩევნო უბანზე - ამ და საარჩევნო ადმინისტრაციის სხვა საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ეუთოს უმაღლესმა კომისარმა ცესკოს მუშაობა პოზიტიურად შეაფასა. აღსანიშნავია, რომ ლამბერტო ზანიერი უმაღლესი კომისრის რანგში პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი საქართველოს 21 სექტემბერს დატოვებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)