|
2018-09-17 13:55:57, 1766 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული კომიტეტის 68-ე სესიის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს შეხვდა. შეხვედრაზე, სამინისტროსა და ჯანმოს თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული აქცენტი, საყოველთაო ჯანდაცვის მდგრადობის მნიშვნელობასა და მოსახლეობის ჯიბიდან გადასახადების შემდგომ შემცირებაზე გაკეთდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დადებითად შეაფასა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ფარმაკოლოგიური პროდუქციის წარმოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას და მხარს უჭერს მიმდინარე პროექტებს. ხვალ, ჯანდაცვის მინისტრი, ქალაქ რომში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული კომიტეტის 68-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მასში ევროპის რეგიონის 53 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს, ჯანდაცვის მინისტრების ხელმძღვანელობით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)