|
2018-09-17 13:38:34, 2022 ნახვა
საზოგადოება
თიბისი გალერეამ ნინო ბოსიკაშილის გამოფენას უმასპინძლა
13 სექტემბერს, თიბისი გალერეამ თანამედროვე მატვრის, ნინო ბოსიკაშვილის გამოფენას უმასპინძლა. ალტერნატიული სამყარო (ხელოვნური ინტელექტის თემის განვრცობა), ასე ეწოდება გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილი ნამუშევრები ხელოვნური ინტელექტის მიერ ალტერნატიულ სამყაროს შექმნის იდეას ეხება. ხელოვნების ნიმუშები ასახავს თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის შექმნამ სრულიად შეცვალოს ის რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. ნინო ბოსიკაშვილი მულტიმედიურ ექსპოზიციაზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. ახალგაზრდა მხატვარი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. 2018 წელს, ავსტრალიურმა გამოცემა " Pictoria Volume 2" საუკეთესო არტისტების წიგნში ნინო ბოსიკაშვილი წლის ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრად დაასახელა. გამოფენა 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)