|
2018-09-15 16:37:50, 1733 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში დასუფთავების აქცია გაიმართა
კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“ იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგზარდული პროგრამების მონაწილეები ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად შეუერთდნენ. აქციის ფარგლებში, გარეჯის ქუჩის მიმდებარედ, N49 ბაგა-ბაღის წინ არსებული გამწვანებული ტერიტორია დასუფთავდა. დასუფთავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ აქციაში ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ მიიღეს მონაწილეობა. „მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართულობა. „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამების მონაწილე მოზარდები ძალიან დაგვეხმარნენ და ერთობლივი ძალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან ერთად, საკმაოდ დიდი ტერიტორია დავასუფთავეთ. მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება და ვეცდებით, ახალგზარდა თაობის წარმომადგენლები ყოველთვის ჩავრთოთ ასეთ კარგ საქმეში“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. ასევე, აღნიშნულ გამწვანებულ ტერიტორიაზე, გამგეობის დაკვეთით, ხეების სხვლა-ფორმირება განხორციელდა, მოიჭრა რამდენიმე ავარიული, ხმელი ხე და გაუვალი ბუჩქები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)