|
2018-09-15 10:51:31, 1358 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, კობალაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
ნაძალადევის რაიონში, კობალაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გზის დამჭერი საყრდენი კედლები, საერთო სარგებლობის კიბეები, ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი. საგზაო ინფრასტრუქტურა 2 750 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო. „30 წელზე მეტია, რაც კობალაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შესრულებულა და გზა ძალიან დაზიანებული იყო. დღეს ვასრულებთ რეაბილიტაციის პროცესს და მთლიანი ქუჩა კეთილმოწყობილი იქნება. გამგეობა აგრძელებს ქუჩების კაპიტალურ შეკეთებას და წლის ბოლომდე საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ, ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვექნება,“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციის საკონტრაქტო ღირებულება 217 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)