04:23 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-14 14:46:11, 3430 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურა ლევან ყიფიანს 17 სექტემბერს, ზაზა ოქუაშვილს კი, თბილისში ჩამოსვლისთანავე გამოკითხავს

მთავარი პროკურატურა სპორტის ყოფილ მინისტრს და ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, ლევან ყიფიანს 17 სექტემბერს, ხოლო ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს თბილისში ჩამოსვლისთანავე გამოკითხავს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მედიასაშუალებებში დღემდე გასული აუდიოჩანაწერები ტელევიზიებიდან უკვე გამოთხოვილია.

 „დღევანდელი ჩანაწერით, რა თქმა უნდა, დაინტერესდება გამოძიება და ერთიან კონტექსტში განიხილება;

მედიასაშუალებებში დღემდე გასული აუდიოჩანაწერები გამოთხოვილია ტელევიზიებიდან, ზაზა ოქუაშვილი და ლევან ყიფიანი  კი, რომლებიც  სავარაუდოდ, ჩანაწერში ფიგურირებენ,  დაკითხვაზე არიან გამოძახებული;

ლევან ყიფიანი, რომელიც თბილისში არ იმყოფება, 17 სექტემბერს გამოცხადდება დაკითხვაზე;

ასევე, თბილისში დაბრუნების შემდეგ გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს ზაზა ოქუაშვილი“, - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-მა დღეს „იბერიას“ საქმეზე კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გააავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერი ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი სამ მილიონზე საუბრობენ, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ხოლო ნაწილი „ომეგა ჯგუფმა“ კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics