|
2018-09-13 13:59:12, 1022 ნახვა
საზოგადოება
წელს „თბილისობა“ 6-7 ოქტომბერს გაიმართება
„თბილისობა 2018“ 6-7 ოქტომბერს გაიმართება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამიერიდან, „თბილისობის“ დღესასწაულის თარიღად ოქტომბრის პირველი შაბათი-კვირა დამკვიდრდება. „ჩვენ არაერთხელ მოგვმართეს ტურისტულმა კომპანიებმა. გვთხოვენ, რომ ეს თარიღი იყოს ფიქსირებული, რადგან ტურისტების მხრიდან ძალიან დიდია ინტერესი თბილისში ვიზიტის მიმართ. მინდა, განვაცხადო, რომ ამიერიდან, „თბილისობის“ დღესასწაული ყოველთვის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას გაიმართება. ეს ტურისტული კომპანიებისთვისაც ძალიან კარგი იქნება, რადგან ამ ღონისძიებებისთვის წინასწარ მოემზადებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მიმდინარე თვეში დედაქალაქში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზეც ისაუბრა. „მოგეხსენებათ, შემოდგომის დადგომისთანავე გაგრძელდა დედაქალაქში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. ხვალ იწყება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც 10 წლის გახდა და საიუბილეო თარიღია. წელს განსაკუთრებული პროგრამა გვაქვს და განსაკუთრებული სტუმრები გვყავს. თბილისს უკვე ეწვია მიხეილ ბარიშნიკოვი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი არტისტი და ლეგენდარული ფიგურაა. ის იყო საბჭოთა კავშირის დაშლის კატალიზატორი, თავისუფლების სიმბოლო და წლების შემდეგ, ის პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში, თბილისში ბრუნდება. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული საჩუქარი თბილისელებისთვის, მისი სტუმრებისა და ვიზიტორებისთვის. პროექტი - „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, ორი ლეგენდარული მომღერალი გვეწვევა. 16 სექტემბერს, 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე, ქეთი მელუა თავის ბენდთან ერთად იმღერებს. ქეთი ძალიან უყვართ საქართველოში, ის მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მისი ჩამოსვლა ყველას ძალიან გაგვიხარდება. 21 სექტემბერს კი, თაიგერ ლილი გვეწვევა - ასევე ბრიტანული ბენდი, ყველაზე გამორჩეული არტისტებითა და მუსიკოსებით, რომელთაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ საქართველოშიც“, - განაცხადა კალაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ სექტემბერი ძალიან დატვირთულია ფესტივალებით, მათ შორის, მიმდინარეობს „შემოდგომის თბილისი“, ძალიან საინტერესო პროგრამით.
(NS)
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)