|
2018-09-12 16:48:45, 753 ნახვა
საზოგადოება
თბილისი Argus Media-ს საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
„Argus კასპიის შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018“ - ამ სახელწოდების ღონისძიება დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიხსნა. კონფერენციაზე მოხსენებით „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე გამოვიდა. ✔ ტვირთების დინამიკა კასპიისა და შავი ზღვის რეგიონში; ✔ მულტიმოდალური საერთაშორისო დერეფნები, მათ შორის ე.წ. შუა დერეფანი და მისი შესაძლებლობები; ✔ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი; ✔ ანაკლიისა და საქართველოს რკინიგზის ქსელთან მიერთების მონაკვეთი; ✔ სამხრეთ-დასავლეთის მარშრუტები; ✔ სატარიფო პოლიტიკის მოქნილობა და საკონტეინერო გადაზიდვების მზარდი ტენდენციები - ამ თემებზე ისაუბრა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა. მომხსენებელთა შორის, საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიების GR ტრანზიტისა და GR ლოგისტიკა და ტერმინალების ხელმძღვანელებიც იყვნენ. ღონისძიებას საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის გარდა, ნავთობპროდუქტების, სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიების, ტერმინალების, გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ტრეიდერები დაესწრნენ.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)