04:13 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 12:24:56, 730 ნახვა

საზოგადოება
პირველი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალება

საქართველოს მთავრობამ, ჩვენი მწვანე ეკონომიკის და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში,  მიიღო რეგულაციები, რომლებიც უკვე 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ეტაპობრივად უზრუნველყოფს ერთჯერადი პარკების მაქსიმალურად ხმარებიდან ამოღებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობა მწვანე ეკონომიკის პოლიტიკას ძალიან აქტიურად ავითარებს.

„მოგეხსენებათ, ბოლო წლებში მთელმა მსოფლიომ ბრძოლა გამოუცხადა პლასტიკისგან დამზადებული შესაფუთი მასალის მოხმარებას. გარემო ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკის პროდუქციით ბინძურდება, განსაკუთრებით ეს ეხება ფართოდ გავრცელებულ ე.წ პლასტიკის პარკებს. ეს პრობლემა მწვავედ დგას საქართველოში. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ, ჩვენი მწვანე ეკონომიკის და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში,  მიიღო რეგულაციები, რომლებიც უკვე 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ეტაპობრივად უზრუნველყოფს ერთჯერადი პარკების მაქსიმალურად ხმარებიდან ამოღებას", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics