|
2018-09-11 18:29:43, 764 ნახვა
საზოგადოება
33 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა
გარდაბნის გზატკეცილის N24ა-ში მცხოვრებ მოქალაქეებს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულებები გადაეცათ, რომლის საფუძველზეც, მათ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაუკანონდათ. აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ. სამგორის რაიონში მცხოვრებ 33 ოჯახს საკუთრების მოწმობები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან მამულაშვილთან ერთად გადასცა. საკუთრების მოწმობები ასევე, გადაეცა კახეთის გზატკეცილის N89-ში მცხოვრებ 16 ოჯახს. დედაქალაქის მერის ინიციატივის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება და იმ მოქალაქეებს, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათი დაკანონების შესაძლებლობა ეძლევათ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)