|
2018-09-11 09:52:10, 781 ნახვა
საზოგადოება
„აქედან ან მკვდარს გაგვიტანენ ან მივაღწევთ ჭეშმარიტებას“ - სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა ღამე პარლამენტთან გაატარეს
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკასვილმა ღამე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გაატარეს. როგორც სარალიძემ აღნიშნა, ბრძოლაას ბოლომდე აპირებს. „არც ცნობს როგორც ხედავთ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ დასკვნას და უწოდებენ პოლიტიკურად ანგაჟირებულს. თავად არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები, თავად არიან მკვლელების დამცველები და თავად არიან ამ საქმის გამყალბებლების დამცველები. აქედან გამომდინარე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს ამ ხელისუფლებამ დაკავებული თანამდებობა. მანამ გავაგრძელებ შიმშილობას, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. აქედან ან მკვდარს გაგვიტანენ ან აუცილებლად მივაღწევთ ჭეშმარიტებას", - განაცხადა სარალიძემ. რუსთაველის გამზირზე პანკისიდან ჩამოსული ქისტებიც იმყოფებოდნენ. რაც შეეხება აქციას, ის რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზე განახლდება.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)