|
2018-09-10 18:39:11, 1063 ნახვა
საზოგადოება
გარდაბნის გზატკეცილზე 3 მოზარდი ნანგრევებში მოყვა - ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილიში, გარდაბნის გზატკეცილზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, სამი მოზარდი ნანგრევებში მოყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. „მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ქ.თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ.. სამივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ერთ-ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში, ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)