|
2018-09-08 18:14:43, 1319 ნახვა
საზოგადოება
„კარგი ადამიანი და კარგი ფეხბურთელია, როგორც მწვრთნელი შევეცდები გვერდზე დავუდგე“ - ვაისი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს
"გურამ კაშია არის ძალიან კარგი ადამიანი და ძალიან კარგი ფეხბურთელია, როგორც მწვრთნელი ყველანაირად შევეცდები გვერდზე დავუდგე", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა. ვაისმა გულშემატკივრებს მოუწოდა, ხვალინდელ მატჩზე უსაფრთხოების ყველა ზომა დაიცვან, რათა თამაში უმაღლეს დონეზე ჩატარდეს. "ჩემთვის ეს ვითარება გაუგებარია, ვალდებული ვარ კაშიას მხარი დავუჭირო როგორც ადამიანს და როგორც ფეხბურთელს", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა. ცნობისთვის, ერთა ლიგის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები 9 სექტემბერს გამართავს. საქართველოს ნაკრები ლატვიას დინამო არენაზე 20:00 საათზე უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის გამართვას გეგმავენ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)