|
2018-09-07 15:53:27, 995 ნახვა
საზოგადოება
ტყიბულის შახტებში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია შეისწავლის
ტყიბულის შახტებში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია „DMT ჯგუფი“ შეისწავლის. გადაწყვეტილება სამმხრივი კომისიის სხდომაზე დღეს ერთხმად მიიღეს. შერჩევის კრიტერიუმები წინასწარ განსაზღვრული, ტექნიკური რეგლამენტით იყო გაწერილი. 140 წლიანი გამოცდილების მქონე გერმანული კომპანია 5 კვირის განმავლობაში ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავებს. ორგანიზაციას ამ დარგში აკრედიტებული საერთაშორისო დონის 75-ზე მეტი ექსპერტი ჰყავს. ექსპერტიზის მიზანს შახტაში სამუშაოების წარმოების მიზანშეწონილობისა და შესაბამისი ობიექტების უსაფრთხოების შესწავლა წარმოადგენს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კომპანიასთან გასაფორმებელ კონტრაქტზე მუშაობა დღესვე დაიწყება. მათი დასკვნის საფუძველზე ცნობილი გახდება რამდენად შესაძლებელია ობიექტზე, სრულყოფილი შრომითი უსაფრთხოების პირობების დანერგვა და რა ფინანსურ და ადამიანურ რესურსებთან არის ეს დაკავშირებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ის დაახლოებით 50 000 ევროს შეადგენს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)