|
2018-09-07 13:05:05, 863 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა კონფერენციაში „ცხოველთა ტრანსსასაზღვრო დაავადებები ევროპაში“ მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ბრიუსელში, ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც მაღალი დონის კონფერენციაში - „ცხოველთა ტრანსსასაზღვრო დაავადებები ევროპაში“ (Transboundary animal diseases in Europe) მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე ცხოველთა ტრანსსასაზღვრო დაავადებებთან დაკავშირებით რეგიონალური პოლიტიკა იქნა განხილული. ყურადღება გამახვილდა კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობაზე, ისეთ ტრანსსასაზღვრო დაავადებებთან, როგორიც არის: ღორის ჭირი, ფრინველთა გრიპი, ნოდულარული დერმატიტი, ცოფი და სხვა. კონფერენციის ფარგლებში მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისარ ვიტენის ანდ რიუკატისთან, რომელიც ევროკავშირში სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ მიმართულებებზეა პასუხისმგებელი. საუბრის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი ტრანსსასაზღვრო დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისა და კოორდინირებული მოქმედებების აუცილებლობა იყო. როგორც მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო მზად არის ამ მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლოს როგორც ევროკავშირთან, ისე სხვა ქვეყნებთან. თავის მხრივ, ევროკომისარმა საქართველოს მიმართ გამოხატა სრული მხარდაჭერა მიმდინარე და სამომავლო აქტივობების განხორციელების პროცესში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)