03:48 - 12 Nov, 2026
|
2018-09-07 10:51:45, 1013 ნახვა
საზოგადოება
ნიუ-იორკის სასამართლო ავთანდილ ხურციძის განაჩენს დღეს გამოაცხადებს
ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის განაჩენი 7 სექტემბერს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ინფორმაცია სპორტსმენის Facebook-გვერდზე გავრცელდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, სასამართლო დილის 10:00 საათზე (საქართველოს დროით 18:00 საათზე) გაიმართება. მანჰეტენის სასამართლოს მოსამართლე ქეთრინ ფორესთს სასჯელის ზომა 21 სექტემბერს უნდა განესაზღვრა, თუმცა მსჯავრდებულის ცნობით, სხდომის თარიღი შეიცვალა. შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით 2017 წლის 8 ივნისს დააკავეს. მოგვიანებით მაყაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლების, ხურციძეს კი, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)