|
2018-09-05 10:36:30, 2392 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, მოქალაქეები პუტინის მიერ დაფინანსებულ ფორუმს აპროტესტებენ (ვიდეო)
სასტუმრო "ვერე პალასთან", სადაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გრანტით დაფინანსებული მედიაფორუმი იმართება, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები რუსული პროპაგანდისტების ჩამოსვლას და მათ მიერ ფორუმის ჩატარებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე დოლ-გარმონი აქვთ მიტანილი. ამასთან, მათ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე სუფრა გაშალეს, რითაც აქციის მონაწილეების თქმით, აჩვენებენ, თუ როგორ ხვდება ხელისუფლება ოკუპანტებს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. აღსანიშნავია, რომ ქართველი ჟურნალისტების ნაწილს სასტუმროში არ უშვებენ. როგორც მათ სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განუცხადეს, სასტუმრო დაქირავებულია და ფორუმის ორგანიზატორების ნებართვის გარეშე ისინი შენობაში შესვლას ვერ შეძლებენ. 2-დღიან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ პრორუსული განწყობებით ცნობილი მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მკვლევრები. შეგახსენებთ, გუშინ ფორუმის 3 მონაწილე საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიზეზი ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)