|
2018-09-03 18:35:17, 1247 ნახვა
საზოგადოება
გაზის ქვითრები ელექტრონულით ჩანაცვლდება
კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ ბეჭდურ ქვითრებს ელექტრონულით ჩაანაცვლებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის დადგენილებით, კომპანია ბეჭდური ქვითრების პარალელურად, ტექსტურ სატელეფონო შეტყობინებებსაც იყენებდა. კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ბეჭდური ქვითრები სრულად ჩანაცვლდება ელექტრონულით. გადაწყვეტილება ძალაში 3 სექტემბრიდან შედის. ელექტრონულ ქვითრებზე გადასვლის შესაძლებლობა „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ყველა აბონენტს ექნება. ამისათვის საჭიროა აბონენტების წერილობითი თანხმობა. პირველ ეტაპზე, ელექტრონული ქვითრების მომსახურებით მხოლოდ ის აბონენტები ისრგებლებენ, ვინც მსგავს მომსახურებაზე წერილობითი თანხმობა განაცხადა. თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებლები ქვითარს როგორც სმს-ით, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. ამ ეტაპზე, ელექტრონული ქვითრებით, აბონენტების თანხმობით, დედაქალაქში 100 ათასამდე აბონენტი ისარგებლებს. კომპანია მსგავსი ფორმით მომსახურებაზე სრულად გადასვლას წლის ბოლომდე გეგმავს. „მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, მსგავსი მომსახურებით, დიდი ოპდენობით ქაღალდი დაიზოგება და ეს გადაწყვეტილება ეკოლოგიის მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - წერია კომპანიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)