|
2018-09-02 15:13:52, 1166 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე საზოგადოებრივი ელექტრონული ტრანსპორტის მწარმოებელ კომპანია Белкоммунмаш-ს ესტუმრა
მინსკში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივი ელექტრონული ტრანსპორტის მწარმოებელ კომპანია Белкоммунмаш-ს ესტუმრა. კახა კალაძეს მასპინძლობა ჰოლდინგ Белкоммунмаш-ის გენერალურმა დირექტორმა ვლადიმირ კოროლმა გაუწია. თბილისის მერმა ბელარუს კოლეგასთან ერთად, ბელარუსული კომპანიის მიერ წარმოებული საქალაქო ელექტროტანსპორტი დაათვალიერა. ასევე, Белкоммунмаш-ის ტერიტორიაზე კომპანია МАЗ-ის მიერ წარმოებული ავტობუსის პრეზენტაცია გაიმართა. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ილია ელოშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია იმყოფებოდნენ. "თბილისის მერს მინსკში ძალიან საინტერესო ვიზიტი აქვს. გუშინ "თბილისობა" ჩატარდა, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო. ასევე, მინსკის მერთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეები ორ დაძმობილებულ ქალაქს შორის ურთიერთობების განვითარებაზე შეთანხმდნენ. დღეს ვიმყოფებოდით კომპანიაში Белкоммунмаш, რომელიც საქალაქო ელექტროტრანსპორტს აწარმოებს. ვფიქრობ, თბილისისთვის, დედაქალაქის ხელმძღვანელობისთვის საინტერესოა ის გამოცდილება, რაც ამ მიმართულებით მინსკს გააჩნია“, - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. NS
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)