|
2018-08-31 16:30:22, 1669 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის ფერდობზე წარწერა „თბილისი“ არ განთავსდება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მთაწმინდის ფერდობზე წარწერის „თბილისი“ განთავსების იდეა, მერიასთან არსებულმა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ არამიზანშეწონილად მიიჩნია. როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მერია ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება. „მთაწმინდაზე წარწერის გაკეთების შესახებ, მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე, რომ გვექნებოდა ისტორიულ საბჭოსთან განხილვა, ფერდობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია მსგავსი წარწერის განთავსება. თუმცა ისტორიულმა საბჭომ ამ პროექტის განხორციელება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. ეს გახლავთ პროფესიონალი ადამიანებისგან შემდგარი საბჭო და მათი რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მესმის, რომ მამა დავითის ეკლესიაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამიტომ, საბჭოს გადაწყვეტილებას ვეთანხმებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, 30 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე კალაძემ განაცხადა, რომ ფუნიკულიორის ფერდობზე, შესაძლოა, წარწერა - "თბილისი" განთავსდეს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)