|
2018-08-31 14:17:46, 1359 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ღამის საათებში ავტობუსები სექტემბრის შუა რიცხვებიდან იმოძრავებენ
დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში ღამის საათებში ავტობუსები სექტემბრის შუა რიცხვებიდან იმოძრავებენ. ამასთან, მერმა განმარტა, რომ პირველ ეტაპზე ღამის საათებში ავტობუსები პარასკევს და შაბათს იმუშავებენ. "ოქტომბერში ვგეგმავთ საქართველოში ძალიან დიდი ფორუმის ჩატარებას, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის იქნება. მასზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან „ღამის მერები“. ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა გაკეთდა სხვადასხვა ქვეყანაში ამ მიმართულებით, როგორი იყო მუნიციპალიტეტის ჩართულობა, რა პროექტებში მიიღეს მონაწილეობა და ასე შემდეგ. პირველი პროექტი, მაგალითად, ავტობუსების დამატება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ღამის საათებში, განსაკუთრებით, პარასკევი-შაბათი. ამას ვაკეთებთ და სექტემბერის შუა რიცხვებიდან ეს პროექტი ჩაეშვება. სხვა მნიშვნელოვან პროექტებზეც მიმდინარეობს მუშაობა და დროდადრო მოგაწვდით ინფორმაციას", - აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)