|
2018-08-30 12:05:05, 860 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება, რომ „სვეტი“ ყველა პროექტი დასრულდეს
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მთავრობამ სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებით ყველა საჭირო ზომა მიიღო, კომპანია მშენებლობას მაინც ვერ იწყებს. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის მერია „სვეტის“ მიერ დაზარალებულების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა და მათთან მუდმივი კავშირი აქვს. „ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს სოციალურ ქსელში ჩემს პირად ფეისბუქ გვერდზე, თუ რა ხდება ამ პროექტებთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი პრობლემური სამშენებლო კომპანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, სამშენებლო ნებართვების გაცემასთან თვალსაზრისით, ყველანაირად დავეხმარეთ, მშენებლობას ვერ ახერხებენ. პარალელურად გამოძიება დაწყებულია. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან და ამ ადამიანებთან კავშირი ყოველთვის გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის მთავრობის მხრიდან, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალური თანადგომა იქნება, რომ „სვეტის“ მიერ დაწყებული ყველა პროექტი დასრულდეს. „როდესაც შესაბამისი სამსახურები საგამოძიებო მოქმედებებს დაასრულებენ და ჩვენი მხრიდან გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელი იქნება, იცოდეთ ყველამ, რომ დედაქალაქის მთავრობის მხრიდან თანადგომა იქნება, რომ “სვეტის“ მიერ არსებული ყველა პროექტი დავასრულოთ და არცერთი დაზარალებული ადამიანი არ დარჩეს. ხალხი ემიგრაციაშია წასული, იქ შრომობს, წვალობს. იქიდან გადმორიცხული თანხებით ბინები შეისყიდეს და დღესაც გაურკვეველია, რა ბედი ეწევა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)