|
2018-08-29 18:17:42, 928 ნახვა
საზოგადოება
სამგორში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფარგლებში სხვადასხვა პროექტები ხორციელდება
სამგორის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის შესაბამისად, სხვადასხვა მისამართებზე სამუშაოებს აწარმოებს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებების საფუძველზე, ვარკეთილის ზემო პლატოს N40 კორპუსზე სართულშუა ნაპრალების ამოვსება განხორციელდა. ამჟამად მსგავსი სამუშაოები კიდევ სამ მისამართზე მიმდინარეობს. მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს მოსკოვის გამზირზე მე-2 კვარტლის N3 კორპუსში, ლილოს დასახლებაში, მე-4 კვარტლის N7 კორპუსსა და ორხევში, მუხაძის N6/3-ში. უახლოეს მომავალში სამუშაოები სხვა მისამართებზეც დაიწყება. ასევე, საცხოვრებელი კორპუსების შიდა წყალარინების ქსელებიც წესრიგდება. შვიდ მისამართზე წყალარინების მილები შეიცვალა, სამუშაოები კიდევ რვა მისამართზე მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)