|
2018-08-29 17:37:53, 649 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი კობახიძემ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ირაკლი კობახიძემ ამერიკელი სენატორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხდა ჯონ მაკკეინის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს. „დღეს, კიდევ ერთხელ მივაგეთ ჩვენი პატივი სენატორ მაკკეინის ხსოვნას. ის იყო საქართველოს დიდი მეგობარი და მას მიუძღვის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაში და ჩვენი მეგობრობის გაღრმავებაში და ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, ამის გამო სენატორის მადლიერი",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება მაღალი დონის დელეგაცია, რომელსაც უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)