|
2018-08-29 00:35:15, 1341 ნახვა
საზოგადოება
გურამ კაშია: ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას არ ვნანობ
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი ინსტაგრამის "სთორიზში" წერს, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას არ ნანობს და სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება, ნაკრებში ითამაშებს. “მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მე მიყვარს ჩვენი კულტურა. მე ნამდვილად რელიგიური ადამიანი ვარ. ეს ყველაფერი ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე ვარ ყველაზე ამაყი ადამიანი დედამიწაზე. ჩემს გულშემატკივარს, ვინც მხარში მიდგახართ, ბოდიში და ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. მიყვარხართ,” – წერს გურამ კაშია. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და ჰოლანდიის "ვიტესის" კაპიტანმა, გურამ კაშიამ თავისი ფეისბუქის გვერდი მის მიმართ ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესიის გამო წაშალა. ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი. LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოსაც გადასცემს. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა. სოციალურ ქსელში აქტიურობდნენ "ქართული მარშის" და სხვა ულტრანაციონალისტური ორგანიზაციების წევრები. მიზანმიმართულ კამპანიაში ჩართული იყო ასევე ღია ფაშისტური ორგანიზაცია " სოციალ-ნაციონალისტების" მხარდამჭერები.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)