03:20 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-28 14:22:51, 1155 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი მარიამობის სადღესასწაულო წირვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად, მარიამობის სადღესასწაულო წირვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დაესწრო.

კახა კალაძემ სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ, ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს. მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ასევე ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. წმინდა მარიამი იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახებისა და თითოეული ჩვენგანის მფარველი!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics