|
2018-08-27 11:16:53, 1277 ნახვა
საზოგადოება
რექტორი მოითხოვს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვები დღის ბოლომდე მოეხსნას
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ მოითხოვს, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები დღის ბოლომდე მოეხსნას. მისი თქმით, დღეს ბოლო დღეა, როცა აბიტურიენტებმა საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთონ უნივერსიტეტის შერჩევაზე. „გადავიხადეთ დავალიანება. ჩვენ ვითხოვთ შეისწავლონ ეს მდგომარეობა, რადგან დღეს არის ბოლო დღე სტუდენტების მხრიდან არჩევანის გაკეთების. აბიტურიენტები, რომლებმაც შემოხაზეს შავი ზღვის უნივერსიტეტი, ელოდებიან, როგორი პასუხი იქნება. ჩვენ არ მიგვიღია ოფიციალური წერილი გადაწყვეტილების შესახებ, ამიტომ არ გვაქვს უფლება აპელაციის საბჭოს მივმართოთ", - განაცხადა რექტორმა. შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა 712 000 ლარის ოდენობით გუშინ დაფარა. ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით, სწორედ ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)