00:43 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 19:44:43, 694 ნახვა

ეკონომიკა
საბანკო სექტორმა ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის გამოყოფის ინიციატორებს საკუთარი მოთხოვნები გააცნო

საბანკო სექტორმა ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის ინიციატორებს საკუთარი მოთხოვნები გააცნო.

 როგორც ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნულ საკითხზე გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ამ მიმართულებით საბანკო სექტორს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვს.

 „იყო საუბარი, რომ არსებობს ქვეყნები, სადაც არის ფუნქცია ეროვნულ ბანკშია გაერთიანებული და არის ქვეყნები, სადაც ცალ-ცალკეა. საბანკო სექტორის ძირითადი კითხვა ინიციატორებთან არის, რომ კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, რატომ კეთდება ეს ცვლილება დღეს, როგორი სტრუქტურით გაკეთდება და გრძელვადიანად რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენგან იყო ორი მოთხოვნაა დაყენებული, რომ საბანკო სექტორმა მიიღოს ამ განხილვებში მონაწილეობა, რაზეც პარლამენტარები დაგვთანხმდნენ. მეორე აუცილებელი მოთხოვნა არის, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ამ განხილვებში, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღონ“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

 „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის თქმითვე, ცვლილებების ინიციატორების არგუმენტებზე უფრო სიღრმისეული ანალიზია საჭირო და ინიციატივა დახვეწას კიდევ საჭიროებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics