14:47 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-21 13:16:37, 377 ნახვა

ეკონომიკა
8 თვეში საქართველომ $12.5 მილიარდის საქონელი შეიძინა

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლის იმპორტმა 12.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 400 მილიონი დოლარით, ანუ 3.4%-ით მეტია.

იმპორტირებულ საქონელს შორის პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია, რომლის იმპორტმა 2.36 მლრდ დოლარი შეადგინა. თუმცა, წლიურად ავტომობილების იმპორტი 12.5%-ით შემცირდა. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1.16 მლრდ დოლარით, რაც 37.4%-ით გაიზარდა. მესამე ადგილზე მედიკამენტებია 468.4 მლნ დოლარით, მათი იმპორტი კი 4.3%-ით გაიზარდა.

იმპორტის უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის ასევე არის ბუნებრივი აირი რომლის იმპორტმა 331.9 მლნ დოლარი შეადგინა, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები 283.1 მლნ დოლარით.

# საქონელი იმპორტი მლნ დოლარი - იანვარ-აგვისტოში ზრდა/კლება %
1 მსუბუქი ავტომობილები $2,364 მილიონი; -12.5%
2 ნავთობი და ნავთობპროდუქტები $1,165 მილიონი; 37.4%
3 სამკურნალო საშუალებები $468 მილიონი; 4.3%
4 ბუნებრივი აირი $332 მილიონი; 19.6%
5 ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები $283 მილიონი; 133775.3%
6 მობილური ტელეფონები $201 მილიონი; -0.7%
7 დიოდები, ტრანზისტორები და მზის ელემენტები $135 მილიონი; 624.4%
8 სპილენძის მადნები და კონცენტრატები $127 მილიონი; 217.2%
9 ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები $105 მილიონი; 25.0%
10 წნელები რკინის ან არალეგირებული ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე $97 მილიონი; -3.2%
11 დანარჩენი საქონელი – სულ $7,226 მილიონი; -1.9%

ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე დიდი იმპორტის წყარო თურქეთია, საიდანაც იანვარ-აგვისტოში 1.92 მლრდ დოლარის საქონელი შემოვიდა. მეორე ადგილზე რუსეთია 1.53 მლრდ დოლარით, მესამეზე კი აშშ 1.51 მლრდ დოლარით. თურქეთიდან იმპორტი წლიურად 7%-ით, რუსეთიდან 24.9%-ით გაიზარდა, ხოლო აშშ-დან 23%-ით შემცირდა.

იმპორტის უმსხვილეს პარტნიორებს შორის ასევე არიან ჩინეთი 1.5 მლრდ დოლარით, გერმანია 762.3 მლნ დოლარით, აზერბაიჯანი 475.1 მლნ დოლარით, იაპონია 339.8 მლნ დოლარით, იტალია 294.2 მლნ დოლარით, ნიდერლანდები 225.3 მლნ დოლარით და სომხეთი 223.9 მლნ დოლარით. ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორისგან ყველაზე მაღალი წლიური ზრდა სომხეთიდან იმპორტში დაფიქსირდა, 57.6%, ხოლო იაპონიიდან იმპორტი 30.6%-ით გაიზარდა.

იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17.93 მლრდ დოლარი შეადგინა. იმპორტი 12.5 მლრდ დოლარი იყო, ექსპორტი კი 5.42 მლრდ დოლარი. შედეგად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7.08 მლრდ დოლარი შეადგინა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა
იანვრიდან მოყოლებული, საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 140 000 ადამიანით შემცირდა
ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - რას ყიდის საქართველო და საიდან ვყიდით ნავთობს
8 თვეში საქართველომ $12.5 მილიარდის საქონელი შეიძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics