03:08 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-26 15:02:38, 1946 ნახვა

საზოგადოება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ადმინისტრაცია და სტუდენტები შეიკრიბნენ. სტუდენტემბა საქართველოს პრემიერს ,მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართეს და მასთან შეხვედრა მოითხოვეს.
შესაბამისი მოთხოვნა სტუდენტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერეს. 

სტუდენტების თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული დავალიანება დაფარა და ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შესაცვლელად ვადა 27 აგვისტოს 18:00 საათამდე მისცა, სურთ, მამუკა ბახტაძეს სწორედ ამ ვადაში შეხვდნენ. 
უნივერსტიეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ კი იმ დოკუმენტს ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც, მათი განმარტებით, უნივერსიტეტი ჯარიმას 700 ათასი ლარის ოდენობით იხდის, თუმცა, ჯარიმის სამართლიანობას არ აღიარებს და განმარტავს, რომ უნივერსიტეტი სასამართლოში დავას აგრძელებს. მათი თქმით, უნივერსიტეტმა თანხის გადახდის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ აბიტურიენტებს არჩევანის თავისუფლება არ შეეზღუდოთ.

ამ ნაბიჯის შემდეგ, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას გადახედავს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics