|
2018-08-25 13:24:08, 1335 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი BP Georgia-ს ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველო რეგიონული მნიშვნელობის პროექტების განხორციელების პროცესში British Petroleum-ის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორია, - ამის შესახებ BP Georgia-ს ხელმძღვანელმა კრის შლიტერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო BP-ის მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ პროექტებს, რომლებშიც 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს, რომლებიც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას ისახავს მიზნად. საუბრისას, მხარეებმა განიხილეს „შაჰ-დენიზის" მეორე ფაზის მიმდინარეობის პროცესი, ასევე - ბაქო-სუფსისა და ტრანსკასპიური მილსადენების როლი ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. პრემიერ-მინისტრმა British Petroleum-ს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციებისა და მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომელთა მეშვეობით ქვეყანაში 6 ათასამდე ადამიანი დასაქმდა, მათი უმეტესობა კი იმ რეგიონის მცხოვრებია, სადაც BP პროექტებს ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)