|
2018-08-23 19:34:50, 1874 ნახვა
კომენტარი
ანგელა მერკელი: საქართველო ცალსახად არის უსაფრთხო ქვეყანა
„საქართველო ცალსახად არის უსაფრთო ქვეყანა“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გასულ წელს საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდას ეხებოდა. როგორც კანცლერმა აღნიშნა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულია. „მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების კონტექსტში, ძალიან მალე, ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩამოვიდა საქართველოდან, შემდეგ შემცირდა რაოდენობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კიდევ უფრო შემცირდება ასეთი პირების რაოდენობა“, - განაცხადა ანგელა მერკელმა. ცნობისთვის, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, კანცლერმა პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართა. დღესვე, გერმანიის ლიდერი პრეზიდენტ გიორგი მარგგველშვილს შეხვდება, ხვალ კი, საოკუპაციო ხაზთან ჩავა და საერთაოშიროს სადამკვირვებლო მისიისგან იქ არსებულ ვითარებაზე მიიღებს ინოფრმაციას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)