|
2018-08-23 19:10:45, 2012 ნახვა
კომენტარი
მერკელი: რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რაც შეგვიძლია ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ყველაფერს გავაკეთებთ“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართლ ბრიფინგზე განაცხადა. მან საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხალხებს შორის თანამშრომლობა ვითარდება. „შარშან საქართველო-გერმანიის წელი ვიზეიმეთ, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წელი მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. საქართველო წელს ზეიმობს თავისი პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორასი წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელები ჩამოსახლდნენ. ასე რომ ძალიან დიდი ხნის ურთიერთობაა ჩვენს ქვეყნებს შორის. ამასთანავე, წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე საპატიო სტუმარია და მოუთმენლად ველით ამ ღონისძიებას. გვაინტერესებს როგორი იქნება საქართველოს წარმოდგენა იქ. ძალიან კარგია, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის, ხალხებს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა ვითარდება“, - განაცხადა ანგელა მერკელმა. ცნობისთვის, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, კანცლერმა პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართა. დღესვე, გერმანიის ლიდერი პრეზიდენტ გიორგი მარგგველშვილს შეხვდება, ხვალ კი, საოკუპაციო ხაზთან ჩავა და საერთაოშიროს სადამკვირვებლო მისიისგან იქ არსებულ ვითარებაზე მიიღებს ინოფრმაციას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)