|
2018-08-23 15:13:43, 1753 ნახვა
კომენტარი
გერმანიის ელჩი - ანგელა მერკელის ვიზიტი ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყნებს შორის შესანიშნავი ურთიერთობების არსებობას
ანგელა მერკელის ვიზიტი ხაზს უსვამს გერმანიასა და საქართველოს შორის შესანიშნავია ურთიერთობების არსებობას, - ამის შესახებ გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰაიკე ფაიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. გერმანიის კანცლერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთში დაეშვება. „ეს არის მისი პირველი ოფიციალური ხანგრძლივი ვიზიტი 2008 წლის შემდეგ. საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ის გაემგზავრება სომხეთსა და აზერბაიჯანში. მისი ვიზიტი ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყნებს შორის შესანიშნავი ურთიერთობების არსებობას. საქართველოს ნატოში ინტეგრაცია იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც კანცლერი კოლეგასთან შეხვედრაზე განიხილავს. გერმანიის პოზიცია მკაფიოა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ისევე, როგორც სხვა მოკავშირეები. ასევე კანცლერის ვიზიტი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან სოლიდარობისა და მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი ნიშანია“, - განაცხადა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰაიკე ფაიჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)