|
2018-08-23 13:05:12, 1050 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს და KfW-ს შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლობის დირექტორმა ოლაფ ზიმელკამ ხელი მოაწერეს 460 000 ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც გერმანიის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის ფარგლებში დაამტკიცა. აღნიშნული გრანტი მოხმარდება KfW-ს მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების დამატებით კვლევებს. KfW-ს მიერ დაფინანსებული ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის გზით ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებას, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის ქვეყნის ენერგომომარაგებას და ხელს შეუწყობს ექსპორტ-იმპორტის განხორციელებას. პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში 2019 წელს შევა, ხოლო ძირითადი სამუშაოების დასრულება 2020-21 წწ. იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)