23:52 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-22 14:28:06, 1419 ნახვა

კომენტარი
ბატიაშვილი: შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, გამოწვეული იყო პრობლემებით, რომელიც საბჭოს ეცნობა

„გადაწყვეტილება, რომელიც ავტორიზაციის საბჭომ მიიღო, გამოწვეული იყო იმ არსებული პრობლემებით, რომელიც ეცნობა საბჭოს და მან მიიღო ერთიანი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ  აბიტურიენტებს პრობლემა არ შეექმნებათ და ისინი სწავლას სხვადასხვა უნივერსიტეტში გააგრძელებენ.

„ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველაფერს იმისთვის, რომ არსებულმა სტუდენტებმა სწავლა გააგრძელონ, ხოლო ვისაც ჩაბარების სურვილი ჰქონდა, ყველაფერი გაკეთდება, რომ სწავლა გააგრძელოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ანუ ფაქტობრივად, ყველა სტუდენტს დავაკმაყოფილებთ, არც ერთი არ დარჩება უნივერსიტეტის გარეშე. მაგრამ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ავტორიზაციის საბჭომ მიიღო, გამოწვეული იყო იმ არსებული პრობლემებით, რომელიც ეცნობა საბჭოს და მან მიიღო ერთიანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით შეეზღუდა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics