|
2018-08-21 19:26:40, 1375 ნახვა
საზოგადოება
მამუკა ბახტაძე: ცემენტის შემოტანასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირებას მოითხოვს
"ჩვენ ვართ ერთგული საერთაშორისო და სამართლიანი ვაჭრობის პრინციპების და ჩვენთვის თითოეული სამუშაო ადგილი არის ძალიან ძვირფასი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ირანიდან შემოსული არმატურის ფასებთან დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ცემენტის შემოტანასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირებას მოითხოვს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა ჰქონდა ბიზნესომბუდსმენთან, გარდა ამისა, თემაზე მუშაობენ ასევე შესაბამისი პროფილის სამინისტროები. „ჩვენ დავეხმარებით ყველა ქართულ საწარმოს, ჩვენთვის თითოეული სამუშაო ადგილი არის ძალიან ძვირფასი. ამასთან ერთად, ჩვენ ვართ ერთგული საერთაშორისო და სამართლიანი ვაჭრობის პრინციპების. მე ვიცი, რომ არის გარკვეული საკითხები, რომელიც მოითხოვს დარეგულირებას ცემენტის შემოტანასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე შევხვდი ბიზნესომბუდსმენს, მუშაობენ ასევე შესაბამისი პროფილის სამინისტროები და უმოკლეს ვადებში ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ამოიწურება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)