|
2018-08-21 19:23:27, 1650 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში 10 საცხოვრებელი სახლის სახურავი შეიცვალა
სამგორის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის შესაბამისად, სხვადასხვა მისამართებზე სახურავებს აწესრიგებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბრტყელი სახურავები მოწესრიგდა ვარკეთილი 3-ში, რ. დვალის ქუჩის N11 კორპუსში, ქინძმარაულის შესახვევის N21 კორპუსში, შუამთის ქუჩის N15-ში, მოსკოვის გამზირზე, მე-5 კვარტლის N2 კორპუსში, ოცხელების ქუჩის N25ა-ში, მესამე მასივში, მე-5 მიკრორაიონის N2 კორპუსში და პირველი კვარტლის „ე“ კორპუსში. აღნიშნულ მისამართებზე, უმრავლეს შემთხვევაში შეიცვალა წყალსაწრეტი მილებიც. ამის პარალელურად, ქანობიანი სახურავები და წყალსაწრეტი მილები შეიცვალა ვარკეთილის დასახლებაში, სამგორის ქუჩის N6-სა და აეროპორტის დასახლებაში, N2 სახლში. ამჟამად, ბრტყელი სახურავების მოწესრიგება მიმდინარეობს ქინძმარაულის შესახვევში N2 კორპუსსა და ვარკეთილი 3-ის მე-3 მიკრორაიონის 305ა კორპუსში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)