|
2018-08-21 13:28:15, 729 ნახვა
საზოგადოება
ყაზბეგის გამზირზე სკვერი მოეწყობა
ყაზბეგის გამზირის N29 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილსის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა, მოეწყობა გარე განათების ქსელი და საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონებით. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დღეს, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მე-5 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო გოგუაძე და ამავე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში დავით უთმელიძე გაეცნენ. „ჩვენ დავიწყეთ სკვერის რეაბილიტაცია, სადაც ბავშვებისთვის გასართობი ზონა და მოსახლეობისთვის დასასვენებელი ადგილი მოეწყობა. სკვერის გარშემო რამდენიმე კორპუსია, შესაბამისად უბანი ძალიან დატვირთულია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მოგვეწყო დასასვენებელი სივრცე. ასევე, ახალგაზრდებისთვის უკვე მოვაწყვეთ სტადიონი და სპორტული ტრენაჟორები, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ. სკვერის მოწყობის სამუშაოებს კომპანია "გრინსერვის+" აწარმოებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)