|
2018-08-20 19:11:17, 983 ნახვა
კომენტარი
გიგაური: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევაზე, პასუხისმგებლობა პრეზიდენტმა უნდა აიღოს
„საერათაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კონკრეტულ კანდიდატურას არ შესთავაზებს. გიგაურის თქმით, მისთვის უცნობია, დაასახელებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი თვითონ კანდიდატს. „თუკი იგი ვინმეს შეარჩევს და გვკითხავს აზრს კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებთ, ჩვენ მას მივაწოდოთ ჩვენი შეფასება ამ კანდიდატთან დაკავშირებით, - ამაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი იყო იმაზე, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და კონკრეტულად პრეზიდენტმა ამ ყველაფერზე. არც დროა ახლა იმის, რომ გრძელვადიანი პროცესი შევქმნათ და ამ ყველაფერში შემოვიდეს სამოქალაქო სექტორი, ჩვენ უარი არ გვითქვამს კიდევ ერთხელ იმაზე, რომ ჩვენი მოსაზრებები მივაწოდოთ კონკრეტულ კანდიდატრებთან მიმართებაში, თუკი პრეზიდენტი ამ კანდიდატს უკვე შეარჩევს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა. შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და არასამთავრობო სექტორს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)