|
2018-08-18 11:15:23, 936 ნახვა
საზოგადოება
იტალიაში სვანეთის დღეები იმართება
18 აგვისტოს იტალიის ქალაქ ბრუნეკში „მთის ხალხების ფესიტავლი" გაიმართება, რომელიც სვანეთის კულტურას მიეძღვნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავს რეინჰოლდ მესნერის მთის მუზეუმებში „რიპა" სვანური მატერიალური და არამატერიალური ძეგლების პრეზენტაციას. სვანური ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციის მიზით, ფესტივალის მონაწილეებისა და სტუმრებისთვის მოწყობა სვანური კულტურისადმი მიძღვნილი საგამოფენო-სადემონსტრაციო სივრცე. ხალხური რეწვის ოსტატების მიერ გაიმართება სვანური ქუდის დაამზადების სცენა, წარმოდეგნილი იქნება სვანური ტრადიციული ინსტრუმენტების შექმნის ისტორია და დამზადების ტექნოლოგია, გაიმართება ლექცია ხეზე ჭრის ტრადიდიციის შესახებ და ქართული ეროვნული სამზარეულოს დეგუსტაცია სვანური მარილის ჩათვლით. მესნერის მთის მუზეუმების ქსელის მიერ ორგანიზებული „მთის ხალხების ფესტივალი" არის ცნობილი ღონისძიება ფოლკლორის სფეროში, რომელიც ეძღვნება მთის ხალხების კულტურის პოპულარიზაციას, იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ. რეინჰოლდ მესნერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას" შორის 2017 წელს დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, ცნობილი ალპინისტი იტალიის ქალაქ „ბრუნეკში" პრეზენტაციას გამართავს სვანეთში, კავკასიის პირველი მთის ცენტრის მშენებლობის შესახებ. რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც საქართველოს მთის განვითარების ისტორიისთვის, ასევე მსოფლიო რუკაზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის. ამასთანავე ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს რეინჰოლდ მესნერსა და „მთის კურორტების განვითარების კომპანიას" შორის. ფესტივალს დაესწრება იტალიის ადგილობრივი ხელისუფლება, კულტურისა და სამთო ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა დ ხელოვნების ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო" და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)