|
2018-08-17 18:48:29, 1534 ნახვა
საზოგადოება
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების გაუმართაობის გამო 37 სასტუმრო დაჯარიმდა
„საქართველოს მასშტაბით 97 სასტუმროა შემოწმებული, აქედან 37 დაჯარიმებულია“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ფეიქრიშვილმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა. მისი თქმით, პირველ აგვისტომდე ზედამხედველობის სამსახურს კანონით არ ჰქონდა უფლება ის სასტუმროები შეემოწმებინა, რომლებსაც 90-ზე ნაკლები ნომერი ჰქონდა, თუმცა ამიერიდან ამ ტიპის დაწესებულებების შემოწმებაც მოხდება. „საქართველოს მასშტაბით 97 სასტუმროა შემოწმებული, აქედან 37 დაჯარიმებულია. ამ სტატისტიკის რიცხვი, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება, როგორც შემოწმების, ისე დაჯარიმების თვალსაზრისითაც. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი რეგულაციით, პირველი აგვისტოდან შემოწმებას უკვე დაექვემდებარა ყველა სასტუმრო, ყველა თავშეყრის ადგილები. თუ მაგალითად ჩვენს სამსახურს კანონით არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ შესულიყო ისეთი ტიპის სასტუმროებში, რომლის ნომრების რაოდენობაც არ აღემატებოდა 90-ს, ახლა უკვე საოჯახო ტიპის სასტუმროებიც დაექვემდებარება შემოწმებას და ამ მიმართულებით გაგარძელდება ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობა“, - ფეიქირიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)