|
2015-06-04 15:27:11, 782 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: მასიური ლაშქრობების განვითარება უნდა მოხდეს
მთავრობა სამთო ტურიზმის განვითარებაზე მუშაობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. „ჩვენ ვგეგმავთ, სამთო ტურიზმის განვითარების კუთხით სპეციალური პროგრამა გავაკეთოთ, რათა ახალგაზრდობამ, მოსწავლეებმა სკოლის ასაკიდანვე შეიცნონ საქართველო, მასიური ლაშქრობების განვითარება მოხდეს. ეს იქნება ძალიან კარგი სამთო ტურიზმის განვითარებისთვის. ჩვენ არაერთ ადამიანთან ერთად ვმუშაობთ, რომლებიც ამ სფეროში არიან ჩართულები და გამოხატავენ ინიციატივას. ტურიზმის ადმინისტრაციასთან, სპორტისა და კულტურის სამინისტროებთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ზაფხულისა და ზამთრის სეზონისთვის სპეციალური პროგრამები აქვს. მისივე თქმით, ზაფხულისთვის საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ღონისძიებების გამართვა იგეგმება. „რაც შეეხება ზამთრის სეზონს, წელს დაგეგმილი გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა, ინვესტიციები ინფრასტრუქტურის მიმართულებით სამთო-სათხილამურო კურორტებზე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ზამთრის სეზონზე კიდევ უფრო დადებითი ტენდენციის შექმნას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)