|
2018-08-17 15:33:21, 744 ნახვა
საზოგადოება
მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში რეაბილიტაცია 14 სპორტულ მოედანს ჩაუტარდა
თბილისის მერიის ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან დღემდე, ნაძალადევის რაიონში 14 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა. აქედან შვიდ მინი სტადიონზე ინფრასტრუქტურა მთლიანად შეიცვალა. ერთ-ერთი განახლებული მოედანი, რომელიც ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის პირველ კვარტალში მდებარეობს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა. „აღნიშნულ მისამართზე ასფალტისსაფარიანი ფეხბურთის მინი სტადიონი იყო და ბავშვებს ძალიან უჭირდათ თამაში. ახლა კეთილმოწყობილია მოედანი და ახალგაზრდები მთელი დღის განმვალობაში დაკავებულები არიან სხვადასხვა სპორტული აქტივობით. გამგეობა მომავალ წელსაც აქტიურად განაგრძობს მსგავსი პროექტების განხორციელებას და კიდევ უფრო მეტი სპორტული სივრცე მოწესრიგდება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. პროექტის ფარგლებში, 540 კვ.მ ფართობზე დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, შეიცვალა ბადე, რომლითაც შემოფარგლულია მოედანი, დამონტაჟდა ახალი ფეხბურთის კარები და სკამები. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულებამ 64 000 ლარი შეადგინა. უახლოეს პერიოდში ზღვის უბანში კიდევ ერთი მოედნის რეკონსტრუქცია დაიწყება. სულ 15 სტადიონის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 317 000 ლარი გამოიყოფა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)