|
2018-08-16 12:33:08, 1046 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის IV მიკრორაიონში ახალი სკვერი ეწყობა
ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის 24-ე კორპუსის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. ტერიტორიაზე სავალი ბილიკები უკვე მოპირკეთდა, განახლდა ამფითეატრი, დაიდგა ახალი სკამები და სანაგვე ურნები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს. მათივიე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სკვერი ბუჩქოვანი მცენარეებითა და ვერცხლისფერი ნაძვებით გამწვანდება. „სხვადასხვა პროექტის დაგეგმარების დროს და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, ადგილობრივ მცხოვრებლებს ხშირად ვხვდებით და პროექტის დეტალებზე, ინვენტარის ადგილმდებარეობასა და სხვა საკითხებზე ვთანხმდებით. აღნიშნული სკვერის მოწყობაშიც მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დასასვენებელი სივრცე მათთვის ეწყობა. ასევე, უმნიშვნელოვანესია ამ სივრცის გამწვანება და მიხარია, რომ სხვადასხვა ბუჩქოვან მცენარესთან ერთად, ამ და რამდენიმე სხვა სკვერშიც ულამაზესი ვერცხლისფერი ნაძვები დაირგვება“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ. სკვერის მოწყობის პროექტის ღირებულება 130 000-მდე ლარს შეადგენს. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ინტერტექნოლოგი“ ახორციელებს. ამავე ტერიტორიაზე, 28-ე და 29-ე კორპუსების დამაკავშირებელი კიბეც აშენდა. ამ დროისთვის კი, საფეხმავლო ბილიკის მოწყობა მიმდინარეობს. ვაკის რაიონში შვიდი სკვერის განახლება და მოწყობა უკვე განხორციელდა. მიმდინარე წელს, დამატებით ათზე მეტი სკვერისა და შიდა ეზოს კეთილმოწყობაა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)