|
2018-08-16 11:56:50, 631 ნახვა
საზოგადოება
ჭილაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების დამაკავშირებელი მონაკვეთის - ჭილაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკების მოწესრიგება ხდება. ტერიტორიაზე ასევე, დაიგება ასფალტის ახალი საფარი. ჭილაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „ჭილაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ხორციელდება. უკვე დაწყებულია ბორდიურისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობა. ამ ეტაპზე, საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები 12 მისამართზე მიმდინარეობს. პრიორიტეტების მიხედვით, მსგავსი ტიპის სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. გზის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 150 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)